ლობჟანიძის დრო დანიაში - ქართველი „სუპერლიგის“ თვის სიმბოლურშია [ვიდეო]
ლობჟანიძის დრო დანიაში - ქართველი „სუპერლიგის“ თვის სიმბოლურშია [ვიდეო]

საბა ლობჟანიძე დანიის „სუპერლიგის“ ივლისის თვის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – ინფორმაცია ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

ივლისში საბა ლობჟანიძემ „რანდერსის“ შემადგენლობაში სამი შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ორივეჯერ თავი „ჰობროსთან“ შეხვედრაში გამოიჩინა, სადაც მატჩის ბოლოს გატანილი გოლით გუნდს ქულა შეუნარჩუნა.

დანიის სუპერლიგის ივლისის თვის სიმბოლური ნაკრები 3-5-2 ტაქტიკური განლაგებით შეადგინეს, სადაც ქართველს ადგილი მისთვის ჩვეულ პოზიციაზე, მარცხენა შემტევი ნახევარმცველის ამპლუაში მიუჩინეს.

როდემდე შეუტევს საბა ლობჟანიძე „რანდერსისთვის“, ჯერაც უცნობია. მაისში მისი ტრანსფერი რეალურად განიხილებოდა, მაგრამ ჯერ არ ჩანს კლუბი, რომელიც დანიური გუნდი მოთხოვნილ თანხას, 1,12 მილიონ ევროს გადაიხდის.

დაინტერესებულ კლუბებში ყველაზე მეტად ასევე დანიურ „ბრონდბიუს“ ახსენებდნენ, მაგრამ კოპენჰაგენის კლუბს ფინანსურად არ ულხინს და თუ ადგილობრივ მედიას ვენდობით, მხოლოდ 700 ათასი ევროს გადახდას თანხმდება.

დატოვე კომენტარი