ლობჟანიძემ სეზონი გოლით დახურა - საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „ქასიმფაშას“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
საბა ლობჟანიძე საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე კარგი განწყობით შეუერთდება. ქართველის გუნდმა, „კარაგუმრუკმა“ თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში „ქასიმფაშა“ 3:0 დაამარცხა, გამარჯვებას კი ქართველი შემტევის გოლმა ჩაუყარა საფუძველი.
სუპერლიგის 38-ე ტურის შეხვედრაში ლობჟანიძე „კარაგუმრუკის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. საბამ მე-14 წუთზე მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, მცველს გაექცა და ზუსტი დარტყმით „კარაგუმრუკი“ დააწინაურა.
მასპინძლებმა მეორე ტაიმში უპირატესობა გაზარდეს. 63-ე წუთზე სენეგალელმა თავდამსხმელმა, მბაიე დიანემ „ქასიმფაშას“ კარი მეორედ აიღო, ხოლო 83-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ქასიმფაშამ“ 51 ქულა დააგროვა და სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. საბა ლობჟანიძემ „კარაგუმრუკსა“ და „ჰატაისპორში“ ჯამურად სამი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.