ლობჟანიძემ სეზონი გოლით დახურა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „ქასიმფაშას“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

22:36, 06.06.2023

საბა ლობჟანიძე საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე კარგი განწყობით შეუერთდება. ქართველის გუნდმა, „კარაგუმრუკმა“ თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში „ქასიმფაშა“ 3:0 დაამარცხა, გამარჯვებას კი ქართველი შემტევის გოლმა ჩაუყარა საფუძველი.

სუპერლიგის 38-ე ტურის შეხვედრაში ლობჟანიძე „კარაგუმრუკის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. საბამ მე-14 წუთზე მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, მცველს გაექცა და ზუსტი დარტყმით „კარაგუმრუკი“ დააწინაურა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმში უპირატესობა გაზარდეს. 63-ე წუთზე სენეგალელმა თავდამსხმელმა, მბაიე დიანემ „ქასიმფაშას“ კარი მეორედ აიღო, ხოლო 83-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ქასიმფაშამ“ 51 ქულა დააგროვა და სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. საბა ლობჟანიძემ „კარაგუმრუკსა“ და „ჰატაისპორში“ ჯამურად სამი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი