ლობჟანიძემ ისევ გაიტანა - „ჰატაისპორმა“ „ბეშიქთაში“ საბას გოლით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საბა ლობჟანიძის თურქეთის სუპერლიგაში მორიგი გოლი გაიტანა – მისი გუნდი „ჰატაისპორი“ ქვეყნის გრანდს, „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემტევი „ჰატაისპორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, რომელმაც თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტურში მეტოქეს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა. საბა ლობჟანიძემ ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა – მასპინძელთა სწრაფი შეტევის დაგვირგვინებას აიუბ ელ-კააბი ცდილობდა, მაგრამ საბამ ბოლო მომენტში ფეხი მიარტყა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა საქმე გააკეთა და 71-ე წუთზე შეცვალეს. მართალია, 77-ე წუთზე „ბეშიქთაშმა“ საპასუხო გოლი გაიტანა, მაგრამ მთავარმა არბიტრმა ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ თურქეთის ნაკრების წევრს, მეჰმეტ ტოპალზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩაუთვალა.

ლობჟანიძემ თავის კლუბში 10 მატჩი ჩაატარა, მე-4 გოლი გაიტანა და ამას გარდა, მის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაა. აღსანიშნავია, რომ „ჰატაისპორმა“ მიმდინარე სეზონში სულ 20 გოლი გაიტანა, ანუ ლამის ყოველ მეორე გოლში ქართველი ლეგიოენერი მონაწილეობდა.

თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებული 11 ტურის შემდეგ „ჰატაისპორმა“ 23 ქულა დააგროვა და მხოლოდ ლიდერს, „ტრაბზონსპორს“ (27) ჩამორჩებიან და მეორე ადგილზე იმყოფებიან.