ლობჟანიძემ დანიაში ეფექტურად გაიტანა [ვიდეო]
ლობჟანიძემ დანიაში ეფექტურად გაიტანა [ვიდეო]

საბა ლობჟანიძემ დანიაში თავი კვლავ გამოიჩინა და „რანდერსს“ გამარჯვებაში დაეხმარა.

დანიის სუპერლიგის მე-19 ტურში, საქართველოს ნაკრების კანდიდატის გუნდი „ვენდსისელს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი, ძირითად შემადგენლობაში იყო და ერთადერთი გოლი, პირველი ტაიმის მიწურულს მან გაიტანა. 44-ე წუთზე, თანაგუნდელის შორეული გადაცემის შემდეგ, საბა კარისკენ დაიძრა და საჯარიმოს ხაზიდან მეკარეს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო. 78-ე წუთზე კი ლობჟანიძე შეცვალეს.

დანიის სუპერლიგაში „რანდერსმა“ 25 ქულა დააგროვა, მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა და სამეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. საბა ლობჟანიძემ კი 19 მატჩში მეოთხე გოლი მიითვალა.