ლობჟანიძე დანიის სიმბოლურში - ის "რანდერსს" მხსნელად მოევლინა
ლობჟანიძე დანიის სიმბოლურში - ის "რანდერსს" მხსნელად მოევლინა

დანიის სუპერლიგის პლეიოფში საბა ლობჟანიძის დუბლით “რანდერსმა” “ჰელსინგორი” 2:1 დაამარცხა და ლიგაში დასარჩენის შანსი შეინარჩუნა – გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველის გუნდი “ლუნგბიუს” შეხვდება.

“გამოცემა “ტიპსბლადეტმა” დანიის სუპერლიგის გადამწყვეტ ეტაპზე საბა ლობჟანიძეს კარგი თამაში დაუფასა და სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

“საბა ლობჟანიძემ “რანდერსისთვის” ისევ გაიტანა. ბოლო ორ თვეში ქართველმა ცხრა გოლი გაიტანა, “ჰელსინგორთან” კი დუბლი შეასრულა.

„ის ამ სეზონში გუნდს მეფის გვირგვინით მოვლენილ მხსნელს ჰგავს, ისევე როგორც “რანდერსში” მოთამაშე დანიის ნაკრების თავდამსხმელი ბაშკიმ კადრი” – წერს “ტიპსბლადეტი”.

აღსანიშნავია, რომ წელს გამოცემამ ლობჟანიძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამჯერ დაასახელა.