ლობჟანიძე დანიის ქართულ ფინალში - რანდერსი ევროსაგზურს მიუახლოვდა
ლობჟანიძე დანიის ქართულ ფინალში - რანდერსი ევროსაგზურს მიუახლოვდა

საბა ლობჟანიძის „რანდერსი“ დანიის ჩემპიონატის ევროტურნირებზე გასასვლელ პლეიოფის ფინალში გავიდა.

ქართველის გუნდი ორმატჩიან ნახევარფინალურ რაუნდში „ორჰუსს“ დაუპირისპირდა. პირველი 18 მაისს 2:1 მოიგო, ერთი გოლი კი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გაიტანა. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა დღეს „ორჰუსის“ სტადიონზე გაიმართა, 1:1 დასრულდა და „რანდერსი“ ფინალშია. საბას თავის გამოჩენის რეალური შანსი დღესაც ჰქონდა, მაგრამ დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა „ორჰუსის“ მეკარეს ვერ აჯობა.

ევროპის ლიგის საგზურისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში „რანდერსი“ „ესბიერგს“ დაუპირისპირდება, სადაც ასევე საქართველოს ნაკრების წევრი, ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი თამაშობს. ევროსაგზურის ფინალისთვის მატჩი 31 მაისს გაიმართება.