ლო სელსო თვენახევარი ვერ ითამაშებს
ლო სელსო თვენახევარი ვერ ითამაშებს

„ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა ჯოვანი ლო სელსომ არგენტინის ნაკრებში გამოსვლისას ტრავმა მიიღო და თვეზე მეტს გამოტოვებს, – იტყობინება ლონდონური კლუბის პრესსამსახური.

ნახევარმცველმა, რომელიც „ტოტენჰემმა“ იჯარით „ბეტისიდან“ ამ ზაფხულს აიყვანა, დაზიანება არგენტინისა და ჩილეს ნაკრებთა ამხანაგური მატჩის დროს მიიღო, რის შემდეგაც, ვადაზე ადრე დაბრუნდა „ტოტენჰემის“ რიგებში.

სამედიცინო შემოწმებისას ექიმები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ლო სელსო ოქტომბრის ბოლოს შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

2019-20 წლების სეზონში ნახევარმცველმა „ტოტენჰემში“ სამი თამაშის ჩატარება მოასწრო და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.