ქურთების მუშათა პარტიასთან კავშირის გამო, თურქეთში 90 ადამიანი დააკავეს
ქურთების მუშათა პარტიასთან კავშირის გამო, თურქეთის ხელისუფლებამ 90 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაკავების ოპერაცია რვა პროვინციაში ჩატარდა . პროქურთულ სახალხო დემოკრატიულ პარტიაში აცხადებენ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში მათი 140 წევრი დააკავეს.
პარტია ამ დაკავებებს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს