მეხიკოში, გარიბალდის მოედანზე ცეცხლი გახსნეს, დაღუპულია სამი ადამიანი
მეხიკოში, გარიბალდის მოედანზე ცეცხლი გახსნეს, დაღუპულია სამი ადამიანი

მექსიკაში „მარიაჩის“ ფორმიანი ბოროტმოქმედების თავდასხმის შედეგად სამი პირი დაიღუპა, შვიდი კი, დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

ინციდენტი დედაქალაქ მეხიკოს ცენტრალურ ნაწილში მოხდა. თვითმხილველების ცნობით, ფოლკლორული მუსიკის შემსრულებლების ფორმებით ბოროტმოქმედები შემთხვევის ადგილზე მოტოციკლებით მივიდნენ და გარიბალდის სახელობის მოედანზე მყოფი ხალხის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

გარიბალდის სახელით ცნობილი მოედანი ქუჩის მუსიკოსების სიმრავლით არის ცნობილი. დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ მოედანზე ყოველდღიურად ასობით მუსიკოსი იკრიბება.

თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.