ივანე მაჭავარიანი ოპოზიციონერ დეპუტატებს - თქვენ ახერხებთ, გეკიდოთ ბენდუქიძის სურათი და ნათელაშვილის რიტორიკა გქონდეთ
ივანე მაჭავარიანი ოპოზიციონერ დეპუტატებს - თქვენ ახერხებთ, გეკიდოთ ბენდუქიძის სურათი და ნათელაშვილის რიტორიკა გქონდეთ

თქვენ ახერხებთ, უკან გეკიდოთ კახა ბენდუქიძის სურათი და შალვა ნათელაშვილის რიტორიკა გქონდეთ, – ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ოპოზიცონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომაზე.

„იცით რა მიკვირს? თქვენ ახერხებთ უკან გეკიდოთ ბენდუქიძის სურათი და შალვა ნათელაშვილის რიტორიკა გქონდეთ და მე მეუბნებით, რომ ჩემი სიწმინდე შეილახება, არ ვიქნები ჩემ იდეებთან, რაც მე მჯერა ეკონომიკაში, იმასთან ვარ კონფლიქტში? გადაასწარით შალვა ნათელაშვილს, დადიხართ ბენდუქიძის სურათით და ეს დისკომფორტს არ განიჭებთ“, – მიმართა ოპოზიციას ფინანსთა მინისტრმა სესიაზე.

ფინანსთა მინისტრმა ამ განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დეპუტატ სალომე სამადაშვილს უპასუხა. სამადაშვილის თქმით, კარგია, რომ მაჭავარიანი „ქართულ ოცნებას“ ახლა შეუერთდა და არა 2012 წელს. „კარგია, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა შეუერთდით და არა 2012 წელს, თორემ ძალიან გაგიჭირდებოდათ თქვენი იდეოლოგიური სიწმინდის შენახვა ყველაზე უსინდისო პოპულარული და პოპულისტური დაპირებების კამპანიის პირობებში. ახლა პასუხს როცა მოსთხოვს ქართველი ხალხი თქვენ პოლიტიკურ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ამ ტყუილებზე, იმედი მაქვს, პარაშუტი გახსნილი გაქვთ, რომ რბილად დაეშვათ უკან ბიზნეს სექტორში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ივანე მაჭარიანმა პარლამენტში დღეს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. წარდგენის შემდეგ, დეპუტატებმა მინისტრს კითხვები დაუსვეს.