იტალიაში ნარკოვაჭრობაში ჩართულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით 41 ადამიანი დააკავეს

11:27, 26.11.2018

იტალიის სამხრეთ ნაწილში აპულიის რეგიონში სამართალდამცველებმა ნარკოვაჭრობაში ჩართულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით 41 ადამიანი დააკავეს. ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

დაკავებულთაგან 30-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, 11-ს კი, შინაპატიმრობა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ნარკოტიკების ტრანსპორტირებას ალბანეთიდან ახორციელებდნენ.

ნარკოვაჭრობის გარდა, მათ გამოძალვისა და იარაღის უკანონო შენახვისთვის წარუდგინეს ბრალი.

მსგავსი