გიორგი ქობულია – ვფიქრობთ, ჩვენი ინიციატივების შედეგად, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება, რაც ხალხის კეთილდღეობაზე პოზიტიურად აისახება

15:01, 30.10.2018

ვფიქრობთ, მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივების შედეგად, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იქნება, რაც პოზიტიურად აისახება ხალხის კეთილდღეობაზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომელმაც სექტემბრის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეაფასა.

„როგორც ვვარაუდობდით, სექტემბერში ეკონომიკის ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპები დაფიქსირდა – 5,6 პროცენტი. ეს იანვარ-სექტემბერში უკვე ეკონომიკის 4,9 პროცენტიან ზრდას გვაძლევს. ვიმედოვნებთ, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში ზრდა საშუალოდ უფრო მეტი იქნება, ამიტომ სულ მცირე 5 პროცენტიან ზრდას დავაფიქსირებთ, როგორც მოსახლეობას შევპირდით. ვფიქრობთ, შემდეგ წელს, ინიციატივებით, რომელსაც ვატარებთ, ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი უნდა გვქონდეს. ვიმედოვნებთ, ეს ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე პოზიტიურად აისახება“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა სექტემბერში 5.6 პროცენტი იყო, 9 თვის საშუალო მაჩვენებელი კი – 4.9 პროცენტია.

მსგავსი