მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ქარის ელექტროსადგური Walney ექსპლუატაციაში შევიდა
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ქარის ელექტროსადგური Walney ექსპლუატაციაში შევიდა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ქარის ელექტროსადგური Walney, რომელიც ირლანდიის ზღვაში მდებარეობს, დღეს ოფიციალურად იხსნება. მისი სიმძლავრე 659 მეგავატია, რაც დიდ ბრიტანეთში 600 ათასი ოჯახის ელექტრომომარაგებითვის საკმარისია.

Walney უმსხვილესმა დანიურმა ენერგოკომაპნია Orsted-მა ააშენა, რაც  ამ კომპანიის მიერ აგებული ქარის მეთერთმეტე ელექტროსადგურია გაერთიანებულ სამეფოში.

Walney  87 ტურბინისგან შედგება და ზღვაში დაახლოებით ფეხბურთის 20 ათასი სტადიონის ექვივალენტურ ფართობზეა განლაგებული.

პროექტის 50 პროცენტი Orsted-ს ეკუთვნის, 25-25 პროცენტს კი,  დანიური საპენსიო ფონდები PFA და PKA ფლობენ.

Orsted-ის ხელმძღვანელის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო ქარის მსგავსი ტიპის ელექტროსადგურების კუთხით ლიდერია. ზოგადად კი, ევროპა ამ მხრივ წამყვანი მოთამაშეა. საერთო ჯამში ევროპის 11 ქვეყანაში ზღვაში ქარის 4 ათასი ელექტროსადგური ფუნქციონირებს. მხოლოდ გასულ წელს, ევროპაში ცამეტი ასეთი სადგური შევიდა ექსპლუატაციაში, მათ შორის ერთი პლანეტის პირველი მცურავი სადგურია.

დიდ ბრიტანეთში მსგავსი სახის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 1,7 გიგავატს შეადგენს, გერმანიაში კი, იგივე მაჩვენებელი 1.3 გიგავატია.