ლიზა იასკო - სააკაშვილი საქართველოში თუ არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში, მილიონობით უკრაინელს სჭირდება და ელოდებიან
ლიზა იასკო - სააკაშვილი საქართველოში თუ არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში, მილიონობით უკრაინელს სჭირდება და ელოდებიან

სააკაშვილი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა ჯერ ძალიან სუსტადაა. საუბრისას რამდენიმეჯერ საკმაოდ ცუდად გახდა და იძულებული იყო, დაწოლილიყო, შეესვენებინა, – ამის შესახებ ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოკითხვას უთვლის ყველა ჟურნალისტს, რომლებიც ჰოსპიტალთან დგანან და მოვლენებს აშუქებენ.

„ის მოკითხვას უთვლის ჟურნალისტებს, რომლებიც ამ სიცივეში გარეთ იცდიან და აშუქებენ ამბებს“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

მან ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესზეც გააკეთა კომენტარი.

„ისე ჩანს, რომ ხელისუფლებას სურს, მოკლას მიხეილ სააკაშვილი და მრავალწლიანი პატიმრობა შეუფარდოს. თუ ის საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში. Ჩვენ ის გვჭირდება. მილიონობით უკრაინელს სჭირდება და ელიან, ყოველდღიურად თვალყურს ადევნებენ ახალ ამბებს და მეკითხებიან, თუ რას აკეთებენ ქართველები მის გასათავისუფლებლად. როდესაც გარკვეული პოლიტიკური პრობლემები იყო უკრაინაში, უკრაინელები მისთვის იბრძოდნენ და მანქანიდანაც კი გადმოჰყავდათ, როდესაც დააკავეს. ახლა ქართველი ხალხის ჯერია, რომ გაათავისუფლონ“, – განაცხადა ლიზა იასკომ.