ლიზა იასკო - ლევან ხაბეიშვილი ალბათ გახდება ფიგურა, რომლის გარშემოც ხალხი გაერთიანდება
ლიზა იასკო - ლევან ხაბეიშვილი ალბათ გახდება ფიგურა, რომლის გარშემოც ხალხი გაერთიანდება

ვფიქრობ, ლევან ხაბეიშვილი ასახავს საქართველოს ხალხის აზრს, განსაკუთრებით მათ აზრს, ვინც არის შეწუხებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ლიზა იასკომ აღნიშნა, როდესაც მოდის ახალი ლიდერი და თანაც მოდის დიდი მხარდაჭერით, ეს არის ძალიან დიდი კრედიტი და ნდობაა ქართველი ხალხისგან.

„ეს არის ძალიან დიდი დავალება და იმედია, ლევან ხაბეიშვილი გაამართლებს იმედებს, ვუსურვებ მას წარმატებას. ვფიქრობ, ლევან ხაბეიშვილი აღმოჩნდება ძნელ სიტუაციაში, რადგან ძალიან დაძაბული ვითარებაა საქართველოში, მაგრამ იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ლევან ხაბეიშვილი ასახავს საქართველოს ხალხის აზრს, განსაკუთრებით მათ  აზრს, ვინც არის შეწუხებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ალბათ ლევან ხაბეიშვილი გახდება ის ფიგურა, რომლის გარშემოც ხალხი გაერთიანდება და მოითხოვს სამართლიანობას, ეს არ არის იმდენად მიხეილ სააკაშვილის საკითხი, რამდენადაც ეს არის ზოგადი სამართლიანობისა და ადამიანობის საკითხი“, – განაცხადა იასკომ.