ლიზ ტრასი - უკრაინაში პუტინის განზრახვა გეგმის მიხედვით არ მიდის, შედეგად პუტინი უფრო ექსტრემალურ ტექნიკასა და იარაღს მიმართავს
ლიზ ტრასი - უკრაინაში პუტინის განზრახვა გეგმის მიხედვით არ მიდის, შედეგად პუტინი უფრო ექსტრემალურ ტექნიკასა და იარაღს მიმართავს

უკრაინაში პუტინის განზრახვა გეგმის მიხედვით არ მიდის და შედეგად რუსეთის პრეზიდენტი მიმართავს უფრო ექსტრემალურ ტექნიკას და იარაღს, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ლონდონი შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს კიევის მომარაგებისთვის და დედაქალაქის დასაცავად უკრაინელების მხარდაჭერისთვის.

„მომავლის შესახებ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ რაც ვიცით, პუტინის გეგმები არ მიდის გეგმის მიხედვით, არ აქვს პროგრესი, რასაც იმედოვნებდა და შედეგად სულ უფრო ექსტრემალურ ტექნიკას, იარაღს მიმართავს. ნამდვილად ვერ ვუპასუხებ კითხვას, დაეცემა თუ არა საბოლოოდ კიევი, რადგან არავინ მოელოდა, რომ დაგეგმილი შეჭრა რუსეთისთვის იმდენად ცუდად წავიდოდა, როგორც ეს მოხდა“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლონდონი რუსეთის ნავთობისა და გაზის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს.