ლიზ ტრასი - ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მეტ ბანკს და ვაძლიერებთ შეიარაღების მიწოდებას უკრაინისთვის
ლიზ ტრასი - ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მეტ ბანკს და ვაძლიერებთ შეიარაღების მიწოდებას უკრაინისთვის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, დიდი შვიდეული და ნატო აძლიერებენ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

როგორც ლიზ ტრასმა ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, სანქციებს უწესებენ უკრაინაში აგრესიასთან დაკავშირებულ ბანკებს და აძლიერებენ შეიარაღების მიწოდებას უკრაინისთვის.

„უკრაინაში პუტინის მიმდინარე აგრესიის წინაშე, დიდი შვიდეული და ნატო აძლიერებენ ძალისხმევას სანქციებსა და შეიარაღებაზე. გაერთიანებული სამეფო რუსული ენერგორესურსების სრულ იმპორტს კრძალავს. ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მეტ ბანკს და ვაძლიერებთ ჩვენი შეიარაღების მიწოდებას უკრაინისთვის“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.