„ლივერპულს“  ტოპ 5 ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს
„ლივერპულს“  ტოპ 5 ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს

პრემიერლიგის ლიდერმა „ლივერპულმა“ ევროპის TOP5 ჩემპიონატების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, იტალია) ისტორიაში საუკეთესო სტარტი აჩვენა.

ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურში იურგენ კლოპის გუნდმა სტუმრად 1:0 მოუგო „ტოტენჰემს“. გამარჯვების გოლი ბრაზილიელმა რობერტო ფირმინომ გაიტანა. ამ მატჩის შემდეგ, „ლივერპულის“ მონაგარი 61 ქულა გახდა.

ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული, მერსისაიდელებმა 20 მატჩი მოიგეს და ერთხელ ითამაშეს ფრედ. ახლა ისინი 16 ქულით უსწრებენ მეორე ადგილზე მყოფ „ლესტერს“ და ამასთან, ერთი მატჩი თადარიგში აქვთ.

გარდა ამისა, „ლივერპული” არ მარცხდება 38 მატჩის განმავლობაში. ბოლოს გუნდმა ინგლისის ჩემპიონატში ერთი წლის წინ – 2019 წლის სამ იანვარს წააგო.