„ლივერპულმა“თითქმის გაინაღდა მეოთხედფინალი - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* მოჰამედ სალაჰი მეორე ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში „ინტერსაც“ გაუტანა და „მილანსაც“. 2010 წელს ეს პიტერ კრაუჩმა („ტოტენჰემი”) მოახერხა.
* მოჰამედ სალაჰმა “ლივერპულის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 50 მატჩში 33 გოლი გაიტანა. მხოლოდ ორი ფეხბურთელია, ვისაც უკეთესი მაჩვენებელი აქვს 50 შეხვედრაში – კრიშტიანო რონალდოს (51 გოლი) და რობერტ ლევანდოვსკის (36).
* 18 წლის და 318 დღის ჰარვი ელიოტი “ლივერპულის” ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.
* 2012 წლის შემდეგ “ინტერმა” პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.
* „ლივერპულს“ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე შვიდიდან შვიდი მოგება აქვს.
* „ლივერპული“ 2022 წელს არ მარცხდება – 10 მატჩში 8 მოგება და 2 ფრე.
* „ლივერპულს“ ორი ზუსტი დარტყმა ჰქონდა, „ინტერს“ – არც ერთი.
* რობერტო ფირმინომ ბოლო რვა მატჩში პირველად გაიტანა.
ინტერი-ლივერპული 0:2
გოლები: 0:1 ფირმინო (75), 0:2 სალაჰი (83)
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი – შკრინიარი, დე ვრეი (88. რანოკია), ბასტონი (90+1. დიმარკო) – დუმფრისი (88. დარმიანი), ვიდალი (89. გალიარდინი), ბროზოვიჩი, ჩალჰანოღლუ, პერიშიჩი – ლაუტარო მარტინესი (70. ალექსის სანჩესი), ჯეკო.
ლივერპული (4-3-3): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი – ტიაგო ალკანტარა (86. მილნერი), ფაბინიო (59. ჰენდერსონი), ელიოტი (60. კეიტა) – სალაჰი, მანე (59. ლუის დიასი), ჟოტა (46. ფირმინო).