ნიდერლანდების ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა გაახანგრძლივა თანამშრომლობა „ლივერპულთან“.
30 წლის ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულება ოთხი წელი იქნება ძალაში – 2025 წლის ზაფხულამდე.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლამდელმა 2020-21 წლების სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო. ის ვარჯიშებს 12 ივლისს დაუბრუნდა.