ლივერპულმა უგო ეკიტიკესთან შეთანხმებას მიაღწია და აინტრახტს პირველი შეთავაზება გაუგზავნა #1TVSPORT
ლივერპულმა უგო ეკიტიკესთან შეთანხმებას მიაღწია და აინტრახტს პირველი შეთავაზება გაუგზავნა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ფრანკფურტის „აინტრახტის“ თავდამსხმელის, უგო ეკიტიკეს, შეძენასთან ახლოსაა – მერსისაიდელებმა ფეხბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ახლა კლუბებს შორის თანხის დაზუსტებაღა დარჩა.

სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „აინტრახტმა“ ინგლისური კლუბის პირველი, 70 მილიონი ფუნტი სტერლინგის შეთავაზება უარყო, თუმცა 23 წლის ფრანგ ფორვარდს „ლივერპულში“ მომდევნო კვირაში ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის – როგორც ცნობილია, მერსისაიდელები ეკიტიკეს სანაცვლოდ დაახლოებით 90 მილიონ ევროს გადაიხდიან.

უცხოური სპორტული მედიების ცნობით, ინგლისური გუნდი საუკეთესო 9 ნომრის პოვნაზეა კონცენტრირებული, რადგან ისინი შეტევის ხაზის გაძლიერებას ცდილობენ – ლუის დიასს გუნდის დატოვება სურს, ხოლო დარვინ ნუნიესს „ნაპოლი“ და „ალ-ჰილალი“ აკვირდებიან. განიხილებოდა ალექსანდერ ისაკის დამატებაც, თუმცა „ნიუკასლმა“ ყველა შეთავაზება დაბლოკა.

გასულ სეზონში, ეკიტიკემ გერმანულ კლუბში 31 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ბუნდესლიგაში მისმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.

გივი ცერაძე