„ლივერპულმა“ სენსაცია არ დაუშვა და მეათედ გავიდა ფინალში - ჩემპიონთა ლიგა, 1/2 ფინალი, საპასუხო მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
„ლივერპულმა“ სენსაცია არ დაუშვა და მეათედ გავიდა ფინალში - ჩემპიონთა ლიგა, 1/2 ფინალი, საპასუხო მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „ლივერპულს“ პირველ ტაიმში ზუსტი დარტყმა არ ჰქონია, მეტოქის საჯარიმოში კი სამჯერ შეეხო ბურთს.

* დიამ და კოკელენმა პირველად გაიტანეს ჩემპიონთა ლიგაზე.

* „ვილიარეალს“ მეორე ტაიმში დარტყმის მცდელობაც არ ჰქონია.

* „ლივერპულს“ ამ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გასვლითი შეხვედრა აქვს მოგებული – ექვსიდან ექვსი. თან მინიმუმ ორი გოლი გაჰქონდა თითო მატჩში.

* „ლივერპული“ ისტორიაში მეათედ და ბოლო ხუთ წელიწადში მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

* „ლივერპული“ მხოლოდ მეოთხე გუნდია ისტორიაში, რომელსაც ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში 10-ჯერ გაუღწევია. მანამდე ეს შეძლეს „რეალმა“ (16), „მილანმა“ (11) და „ბაიერნმა“ (11).

* იურგენ კლოპი მეოთხედაა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ის გაუთანაბრდა მარჩელო ლიპის, სერ ალექს ფერგიუსონსა და კარლო ანჩელოტის.

 

ვილიარეალი-ლივერპული    2:3

გოლები: 1:0 დია (3), 2;0 კოკლენი (41), 2:1 ფაბინიო (62), 2:2 ლუის დიასი (67), 2:3 მანე (74)

ვილიარეალი (4-4-2): რული – ფოიტი, რაულ ალბიოლი (79. ორიე), პაუ ტორესი ესტუპინიანი (79. ტრიგეროსი) – ლო სელსო, პარეხო, კაპუე, კოკელენი (68. ალფონსო პედრასა) – ჟერარდ მორენო (68. ჩუკვუეზე), დია (79. ალკასერი).

ლივერპული (4-3-3): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი (79. ციმიკასი) – კეიტა (79. ჰენდერსონი), ფაბინიო (84. მილნერი), ტიაგო ალკანტარა (79. ჯონსი) – სალაჰი, მანე, დიოგო ჟოტა (46. ლუის დიასი).

პირველი მატჩი – 0:2