„ლივერპულმა“ სავარჯიშო ბაზა „მელვუდი“ გაყიდა
„ლივერპულმა“ სავარჯიშო ბაზა „მელვუდი“ გაყიდა

„ლივერპულმა“ სავარჯიშო ბაზა „მელვუდის“ გაყიდვის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა, რომლითაც კლუბი 60 წელი სარგებლობდა, – იტყობინება კლუბის ოფიციალური გვერდი. ახლა გუნდი „კირკბში“ ივარჯიშებს, სადაც ასევე კლუბის აკადემია მდებარეობს. ეს იმისთვის გაკეთდა, რათა ყველა ფეხბურთელი ერთ ტერიტორიაზე იმყოფებოდეს. ახალ ბაზაზე სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო. მის ბოლომდე დასასრულებლად ძველი ბაზის გაყიდვიდან მიღებულ თანხასაც გამოიყენებენ, რომლის საფასური დაახლოებით 10 მილიონ ფუნტს შეადგენს.