„ლივერპულმა“ რობერტო ფირმინოს სერიოზული ტრავმის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
„ლივერპულმა“ რობერტო ფირმინოს სერიოზული ტრავმის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ფორვარდმა რობერტო ფირმინომ მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.

შეხვედრაში, რომელიც „ლივერპულმა“ 2:0 მოიგო, ბრაზილიელი მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე და 78-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა.

„ბობისთან დაკავშირებით ცუდი ამბები გვაქვს, მას მუხლის სერიოზული ტრავმა აქვს. ზუსტად არ ვიცით, რა ვადით გამოვიდა მწყობრიდან, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ორი კვირა ან ერთი თვე“, – განაცხადა „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა.

ამ სეზონში 30 წლის ფირმინომ „ლივერპულის“ შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.