„ლივერპულმა“ ისევ მოიგო და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა (ვიდეო)

„ლივერპულმა“ ბოლო წუთებზე მოიპოვა გამარჯვება „ვულვერჰემპტონთან“ გასვლით მატჩში და „მანჩესტერ სიტისთან“ უპირატესობა ისევ 16 ქულამდე გაზარდა.

ანგარიში ჰენდერსონმა მერვე წუთზე გახსნა და ყველას ეგონა, რომ მერსისაიდელები იოლ გამარჯვებას ნოიპოვებდნენ. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა ფავორიტს დიდი ბრძოლა გაუმართეს და 51-ე წუთზე ანგარიშიც გათანაბრებაც მოახერხეს.

თუმცა, როდესაც მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთი რჩებოდა, ფირმინომ კიდევ ერთხელ გამოიჩინა ბოლო წუთებზე გოლის გატანის განსაკუთრებული ნიჭი და ლივერპულს გამარჯვება მოუტანა – 1:2.

ამრიგად, მერსისაიდელები 67 ქულით პირველ ადგილზე არიან, მეორეზე კი მოქმედი ჩემპიონი „მანჩესტერ სიტია“, რომელსაც 51 ქულა აქვს. რაც შეეხება „ვულვერჰემპტონს“, ეს გუნდი 34 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება.