„ლივერპულმა“ იოზუა კიმიხის მიმართ ინტერესი გააძლიერა #1TVSPORT
„ლივერპულმა“ იოზუა კიმიხის მიმართ ინტერესი გააძლიერა #1TVSPORT

„ლივერპულმა“ გააძლიერა ინტერესი „ბაიერნის“ 29 წლის ნახევარმცველის იოზუა კიმიხის მიმართ, – წერს გამოცემა Caught Offside.

ინგლისურ კლუბში მიაჩნიათ, რომ გერმანელი ფეხბურთელი შეიძლება დაეხმაროს გუნდს თავისი გამოცდილებითა და თვისებებით. ასევე „ლივერპულს“ ხიბლავს ის გარემოება, რომ კიმიხის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2025 წლის ზაფხულში იწურება და გუნდს მისი დამატება უფასოდ შეეძლება.

ამ სეზონში კიმიხმა ყველა ტურნირზე 29 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.