ინგლისური „ლივერპული“ პსჟ-ის შემტევის, ბრედლი ბარკოლას შეძენით დაინტერესდა და ფრანგი ფეხბურთელის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.
პარალელურად, პსჟ „ლაიფციგის“ ფეხბურთელის, იან დიომანდეს დამატებას უახლოვდება. კოტდივუარელის ტრანსფერი „ლივერპულსაც“ სურდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა არჩევანი პარიზზე შეაჩერა, რის გამოც მერსისაიდელებმა ყურადღება სწორედ ბარკოლაზე გადაიტანეს. თავის მხრივ, დიომანდეს პსჟ-ში გადასვლა 23 წლის ფრანგის გუნდიდან წასვლის ალბათობას კიდევ უფრო გაზრდის.
„ლიონის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილმა ბრედლი ბარკოლამ პარიზული გრანდის მაისურით 2024 წლიდან დღემდე 152 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 39-ჯერ აიღო.