„ლივერპულმა“ ბოლო ერთ წელიწადში შინ პირველად წააგო, მაგრამ მეოთხედფინალში გავიდა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, საპასუხო მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
„ლივერპულმა“ ბოლო ერთ წელიწადში შინ პირველად წააგო, მაგრამ მეოთხედფინალში გავიდა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, საპასუხო მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „ინტერმა“ შეწყვიტა „ლივერპულის“ 15-მატჩიანი წაუგებელი სერია ოფიციალურ მატჩებში.

* შეწყდა „ლივერპულის“ 28-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია, რომელიც თითქმის ერთი წელი გრძელდებოდა.

* იურგენ კლოპმა მეოთხედ გაიყვანა „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. უფრო ხშირად ეს ბობ პეისლის გაუკეთებია.

* „ინტერმა“ ბოლო 10 წელიწადში პირველად გაიტანა გოლი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.

* ლაუტარო მარტინესმა წლევანდელ ლიგაზე პირველად გაიტანა.

 

ლივერპული-ინტერი 0:1 (2:0)

გოლი: 0:1 ლაუტარო მარტინესი (46)

ლივერპული (4-3-3): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი – ჯოუნსი (65. კეიტა), ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა (65. ჰენდერსონი) – სალაჰი, მანე, ჟოტა (83. ლუის დიასი).

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი – შკრინიარი, დე ვრეი (46. დ’ამბროზიო), ბასტონი – დუმფრისი (75. დარმიანი), ვიდალი, ბროზოვიჩი (75. გალიარდინი), ჩალჰანოღლუ (84. ვესინო), პერიშიჩი – ლაუტარო მარტინესი (75. ხოაკინ კორეა), ალექსის სანჩესი.

გაძევება: ალექსის სანჩესი (63. ინტერი).