„ლივერპულისთვის“ დაჯილდოების ცერემონიას მოაწყობენ
„ლივერპულისთვის“ დაჯილდოების ცერემონიას მოაწყობენ

პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ „ლივერპულისთვის“ მოაწყობენ დაჯილდოების ცერემონიას, თუ სეზონი განახლდა და გუნდი ჩემპიონობას გაიფორმებს.

„ჩვენ გვაქვს დაჯილდოების ცერემონიის მოწყობის სურვილი“, – ამბობს პრემიერლიგის აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ მასტერსი, – „გვინდა მოთამაშეებსა და მთელ პერსონალს ვაჩუქოთ მომენტი, რის გამოც ისინი ასე მონდომებით მუშაობდნენ. შევეცდებით ამის ორგანიზებას, თუ არ წარმოიშვება უსაფრთხოების საფრთხე“.

სატურნირო ცხრილში „ლივერპული“ 25 ქულით უსწრებს „მანჩესტერ სიტის“.

დღეისათვის, ინგლისში ამუშავებენ სეზონის რესტარტის პროექტს. ვარაუდობენ, რომ გუნდები საშინაო მატჩებს საკუთარ სტადიონებზე ჩაატარებენ. ასეთ შემთხვევაში, „ენფილდზე“ დასკვნითი მატჩის შემდეგ, „ლივერპულს“ შეეძლება თასის მაღლა აწევა, მაგრამ ტრიბუნებზე მაყურებლები არ იქნებიან.