ლივერპულისა და ტოტენჰემის გულშემატკივრებისთვის ფინალურ მატჩზე ჯამში 33 226 ბილეთია გამოყოფილი
მადრიდის ვანდა მეტროპოლიტანოს სტადიონზე დაგეგმილ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილე თითოეული გუნდის გულშემატკივრებისთვის 16,613 ბილეთია გამოყოფილი.
ლივერპულმა უკვე გამოაცხადა დეტალები და ირკვევა, რომ წითლების ქომაგებისთვის ყველაზე იაფი ბილეთები 60 ფუნტ სტერლინგად გაიყიდება, ყველაზე ძვირის ფასი კი 513 ფუნტი იქნება.
რაც შეეხება ტოტენჰემს, ლონდონურ გუნდს ფასები ჯერ არ გაუმხელია.
ასევე აღსანიშნავია, რომ უეფამ (UEFA) მსოფლიო მასშტაბით 4 000 ბილეთი უკვე გაყიდა, 68 000-იანი სტადიონის დარჩენილ ადგილებს კი მატჩის საორგანიზაციო კომიტეტი, უეფა, ეროვნული ასოციაციები, კომერციული პარტნიორები და მატჩის გადამცემი ტელევიზიები გაანაწილებენ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს გაიმართება.