„ლივერპულის“ ყოფილი სპორტული დირეტორი - ინგლისიდან მხოლოდ სამი კლუბი შეძლებს ფულის დახარჯვას
„ლივერპულის“ ყოფილი სპორტული დირეტორი - ინგლისიდან მხოლოდ სამი კლუბი შეძლებს ფულის დახარჯვას

„ლივერპულისა“ და „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა დამიენ კომოლიმ, რომელიც ამჟამად „ფენერბაჰჩეს“ სისტემაში მუშაობს, „სკაი სპორტსთან“ ინტერვიუში საფეხბურთო გუნდებზე მიმდინარე კრიზისის ზემოქმედების შესახებ ისაუბრა.

„რამდენიმე დღის წინ ერთმა აგენტმა მითხრა, რომ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას ინგლისის პრემიერლიგის მხოლოდ სამი კლუბი შეძლებს ფულის ხარჯვას. არ ვიცი, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია, მაგრამ, როგორც წესი, აგენტები საქმის კურსში არიან ხოლმე. ვფიქრობ, აქტივობა ძალიან დაბალი იქნება და კლუბების უმეტესობა ფეხბურთელების გაცვლაზე ან მათ იჯარით აყვანაზე გააკეთებს აქცენტს. ფეხბურთელების ფასი ნამდვილად დავარდება“, – ამბობს კომოლი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის წამყვანი ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატები, შეჩერებულია.