ლივერპულის პოლიციას სალაჰთან შეკითხვები არ აქვს
ლივერპულის პოლიციას სალაჰთან შეკითხვები არ აქვს

საჭესთან ჯდომის დროს მობილურ ტელეფონზე საუბრის გამო მოჰამედ სალაჰის წინააღმდეგ პოლიცია არანაირ სასჯელს არ გამოიყენებს.

საქმე ეხება აგვისტოში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩამს, რომ „ლივერპულის“ ფორვარდი გაჩერებულ მანქანაში ზის და ტელეფონზე საუბრობს.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ პოლიციის ოფიცრები გაესაუბრნენ 26 წლის მამაკაცს 2018 წლის 12 აგვისტოს“, – ნათქვამია ლივერპულელი სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, – „ყველა შეკითხვას პასუხი გაეცა და ჩვენ არა გვაქვს საკმარისი საფუძვლები, რომ ხსენებული მამაკაცის წინააღმდეგ რაიმე სახის სასჯელი გამოვიტანოთ. ჩვენმა ოფიცრებმა მამაკაცს აუხსნეს ავტომობილში ჯდომის დროს მობილური ტელეფონის გამოყენების წესები და პრობლემა ამით ამოიწურა“.

გაერთიანებულ სამეფოში ავტომობილის მართვის დროს მობილურ ტელეფონზე საუბარი აკრძალულია და ეს წესი ვრცელდება იმ სიტუაციებზეც, როდესაც ავტომობილი შუქნიშანთან ან საცობში არის გაჩერებული.