„ლივერპულის“ ლეგენდა - კლოპი ფერადკანიანი რომ იყოს, მას პირველ ორ წელიწადში გაუშვებდნენ პოსტიდან
„ლივერპულის“ ყოფილმა ფორვარდმა ჯონ ბარნსმა მერსისაიდული გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის მაგალითზე ილაპარაკა პრემიერლიგაში არსებულ დისკრიმინაციის თემაზე.
„ნებისმიერი სტრუქტურის შექმნა შეიძლება, მაგრამ თუ მსოფლმხედველობა არ შეიცვლება, ყველაფერი ძველებურად დარჩება. კლოპის მაგალითს მოგიყვანთ. რამდენად წარმატებული იყო ის „ლივერპულში“ მუშაობის პირველ ორ წელიწადში? კლოპის გუნდი პირველ ადგილზე გასულ გუნდს 25 ქულით ჩამორჩა, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ ის შესაფერისი ადამიანი იყო. სხვა გარემოებებში ის სამუშაოს დაკარგავდა. კლოპი ფერადკანიანი რომ ყოფილიყო, პირველ ორ წელიწადში დაატოვებინებდნენ თანამდებობას. ინგლისელის შემთხვევაშიც ასე მოიქცეოდნენ.
პრემიერლიგის უმაღლეს დონეზე არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ინგლისურ ფეხბურთში დისკრიმინაციას განიცდიან. TOP6-ის კლუბებში არ შეიძლება იყოს თეთრკანიანი ინგლისელი მწვრთნელი. დიახ, არსებობს ლემპარდი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ მას განსაკუთრებული კავშირი აქვს „ჩელსისთან“. და ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ის ამ გუნდს წვრთნის. სხვა გარემოებებში, ამ სამუშაოს ვერ მიიღებდა“, – აცხადებს ბარნსი.
„ლივერპულში“ თავის სადებიუტო სეზონში კლოპი პრემიერლიგის პირველ ადგილს 21 ქულით ჩამორჩა, მეორეში – 17 ქულით.
გერმანელის ხელმძღვანელობის მეოთხე წლის თავზე, „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მეხუთეზე – ინგლისის ჩემპიონატი.