„ლივერპულის“ კაპიტანი შიშით ელოდება იურგენ კლოპის ხელმძღვანელობის ბოლო დღეს #1TVSPORT
„ლივერპულის“ კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა ილაპარაკა იმ ემოციების შესახებ, რომელიც ელოდება გუნდის მთავარ მწვრთნელთან იურგენ კლოპთან მოსალოდნელი გამოთხოვების დროს.
შეგახსენებთ, რომ იანვარში გერმანელმა სპეციალისტმა გამოაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს „ლივერპულს“, რომელსაც 2015 წლიდან ავარჯიშებს.
„მე ემოციური ადამიანი ვარ და არ მიყვარს გამოთხოვება. ეს საშინელება იქნება! როგორც კაპიტანი, მე, ალბათ, ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ ამ დღის მეშინია. თუ წარმატებას მივაღწევთ, ეს ოდნავ შეამსუბუქებს სიტუაციას. დღეს ეს არის ჩვენი მიზანი“, – განაცხადა ვან დეიკმა ITV-სთან კომენტარში.