ლივერპულის 20 სავარაუდო რეკორდი 2019-20 წლების სეზონში
ლივერპულის 20 სავარაუდო რეკორდი 2019-20 წლების სეზონში

„ლივერპულს“ მიმდინარე სეზონში აქვს შესაძლებლობა, პრემიერლიგის რამდენიმე რეკორდი დაამყაროს. დღეისთვის, იურგენ კლოპის გუნდს 20 მატჩში 19 მოგება და ერთი ფრე აქვს და  უახლოეს მდევარ „ლესტერს“ 13 ქულით უსწრებს. ინგლისში მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“  სავარაუდო რეკორდები ჩამოწერეს:

ყველაზე ადრე ვადამდელი ჩემპიონობა პრემიერლიგაში.
დღეისთვის, რეკორდს ინარჩუნებს „მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელმაც ტიტული 14 აპრილს მოიპოვა.

 სეზონის საუკეთესო დასაწყისი 21 მატჩის შემდეგ.
ეს რეკორდი „მანჩესტერ სიტის“ ეკუთვნის  –  2017-18 წლების სეზონში 21 მატჩის შემდეგ 59 ქულა დააგროვა. „ლივერპულს”, რომელსაც 20 მატჩში 58 ქულა აქვს, უახლოეს უქმეებზე „ტოტენჰემთან” მატჩში შეუძლია ამ რეკორდის დამხობა.

საშინაო მოგებების ყველაზე გრძელი სერია.
ამ მაჩვენებლით „მანჩესტერ სიტი” ლიდერობს – შინ ზედიზედ 20 მოგება. დღეს „ლივერპულს” აქვს მიჯრით 18 მოგება „ენფილდზე“.

 მოგებების ყველაზე გრძელი სერია.
„მანჩესტერ სიტიმ” ზედიზედ 18 მატჩი მოიგო 2017 წელს – აგვისტოდან დეკემბერში, მაგრამ „ლივერპულს” აქვს შანსი, გააუმჯობესოს ეს მიღწევა, თუ ყველა თამაშს მოიგებს 29 თებერვლამდე.

ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია.
2003-04 წლების სეზონში, „არსენალი“  49 მატჩის განმავლობაში არ აგებდა. დღეისთვის, „ლივერპულის” წაუგებელი სერია უდრის 37 მატჩს.

ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია დროის მიხედვით.
„არსენალს” 2004-04 წლებში 537 დღე არ ჰქონდა წაგება. „ლივერპულს“ ამ რეკორდის დამხობა შეუძლია ივნისისთვის, თუ იქამდე გზას დაუმარცხებლად გაივლის.

სეზონში მოგებების რაოდენობა.
„მანჩესტერ სიტიმ” წინა გათამაშებაში პრემიერლიგის 38 ტურიდან 32 მატჩი მოიგო. „ლივერპულს“ შეუძლია ამ შედეგის გაუმჯობესება, თუ დარჩენილ 18 მატჩში 14 გამარჯვებას მიაღწევს.

საშინაო მოგებების რაოდენობა სეზონში.
„ჩელსიმ“ (2005-06), „მანჩესტერ იუნაიტედმა” (2010-11) და „მანჩესტერ სიტიმ” (2011-12 და 2018-19) 19 შესაძლებლიდან 18 მოიგეს. „ლივერპულს” ამ სეზონში, ჯერჯერობით, „ენფილდზე” 11-დან 11 მოგება აქვს.

სეზონში გასვლითი მოგებების რაოდენობა.
„მანჩესტერ სიტიმ“ 2017-18 წლების სეზონში 18 გასვლითი მატჩიდან 16 მოიგო. „ლივერპულს” დღეისთვის სტუმრად ცხრიდან რვა მოგება აქვს.

სეზონში ქულების რაოდენობა.
„მანჩესტერ სიტი” ერთადერთი კლუბია, რომელმაც 100-ქულიანი ზღვარი გადალახა – ეს მოხდა 2017-18 წლების სეზონში, მაგრამ თუ „ლივერპული” მოიგებს ყველა დარჩენილ შეხვედრას, ჩემპიონატის ბოლოს 112 ქულას დააგროვებს.