„ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა, შესაძლოა, უახლოეს ხანში დატოვოს ინგლისური კლუბი.
გაზეთ „დეილი მეილის“ ინფორმაციით, „ლივერპულის“ სამწვრთნელო შტაბი უკმაყოფილოა ნიდერლანდელის თამაშით. ვან დეიკის შეცვლას გეგმავენ ანტონიო სილვათი „ბენფიკადან“ ან გონსალო ინასიოთი „სპორტინგიდან“.
ამ სეზონში 31 წლის ვან დეიკმა 27 მატჩი ჩაატარა „ლივერპულის“ შემადგენლობაში და ორი გოლი გაიტანა.
ნიდერლანდელის მოქმედი კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.