„ლივერპული“-„ტოტენჰემი“: პირველი ტაიმის შემდეგ „ლივერპული“ წინ არის - 1:0
„ლივერპული“-„ტოტენჰემი“: პირველი ტაიმის შემდეგ „ლივერპული“ წინ არის - 1:0

ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირველი ტაიმი „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემს“ შორის 1:0 დასრულდა, მერსისაიდული გუნდის სასარგებლოდ.

ანგარიში „ლივერპულის“ ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა გახსნა. 25-ე წამზე ლივერპულელი სადიო მანეს პასის შემდეგ, ბურთი ხელში მოხვდა „ტოტენჰემის“ ნახევარმცველს მუსა სისოკოს და დაინიშნა პენალტი, რომელიც ეგვიპტელმა გამოიყენა.

სწრაფი გოლის შემდეგ, „ლივერპულმა“ ბურთი მეტოქეს გადაულოცა და სადღაც მე-20 წუთისთვის „ტოტენჰემს“ ბურთის ფლობა 70 პროცენტი ჰქონდა. თუმცა, ლონდონელთა ეს უპირატესობა სისოკოს ერთ არაზუსტ დარტყმაში გამოიხატა.

ამის შემდეგ, გარკვეული ხანი „ლივერპულმა“ გაათანაბრა ანგარიში და საკმაოდ აგრესიულად შეუტია, რასაც ლორისის კარში სამი უზუსტო დარტყმა მოჰყვა. ამის შემდეგ, ისევ აღდგა „ტოტენჰემის“ ტერიტორიული უპირატესობა, მაგრამ, საბოლოოდ, მაურიციო პოჩეტინოს გუნდმა პირველი ტაიმი ისე დაასრულა, რომ ზუსტი დარტყმა არ ჰქონია. საბოლოოდ, „ლივერპულის“ დაცვის გარღვევა მხოლოდ უცნობმა ქალმა გულშემატკივარმა გაარღვია, რომელმაც მინდორზე შეღწევა მოახერხა.

„ლივერპული“ გაცილებით იოლად მიდიოდა მეტოქის საჯარიმომდე, ერთხელ რობერტსონმა სახიფათოდ დაარტყა და უგო ლორიის მოუწია მოგერიება. გარდა ამისა, „წითლებმა“ პირველ ტაიმში ექვსი კუთხური ჩააწოდეს.