„ლივერპული“ სალაჰს გაყიდის, თუ მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ მოილაპარაკებენ #1TVSPORT
„ლივერპული“ აპირებს გაყიდოს თავისი მთავარი ფორვარდი მოჰამედ სალაჰი, თუ მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის შესახებ წარმატებით არ დასრულდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა ჟურნალისტმა ექრემ ქონურმა.
წყაროს ცნობით, ზაფხულში ინგლისური კლუბი მოლაპარაკებებს დაიწყებს სალაჰთან მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებაზე, რომლის ვადა 2025 წლის ივნისში იწურება. თუ მხარეები ვერ მივლენ შეთანხმებამდე, „ლივერპულს“ განზრახული აქვს ეგვიპტელი ფეხბურთელის გაყიდვა, მაგალითად, საუდის არაბეთის კლუბში. ასეთ შემთხვევაში ინგლისელები 100 მილიონ ევროზე მეტის გამომუშავებას ვარაუდობენ.
მიმდინარე სეზონში მოჰამედ სალაჰმა ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.