„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა აპირებს, კონტრაქტი გაახანგრძლივოს ფორვარდ მოჰამედ სალაჰთან, – წერს Sunday Mirror-ი.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მერსისაიდელები ეგვიპტელ ფეხბურთელს ექვსწლიან ხელშეკრულებას შესთავაზებენ, ხელფასი კი თვეში 800 000 ფუნტი იქნება.
თავად 25 წლის ფეხბურთელი დაინტერესებულია „ლივერპულის“ წინადადებით და მზად არის, უარყოს მადრიდის „რეალის“ შეთავაზება. ცოტა ხნის წინ სალაჰმა განაცხადა, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა „ლივერპულში“ თამაშზე.
შეგახსენებთ, რომ სალაჰი ინგლისურ კლუბში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა „რომადან“. ეგვიპტელის მოქმედი კონტრაქტი 2021-22 წლების ბოლომდეა ძალაში. წელს 41 ოფიციალურ მატჩში სალაჰმა 36 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა.