„ლივერპული“ „რეალს“ ჩუამენის სანაცვლოდ 63 მილიონს სთავაზობს #1TVSPORT
„ლივერპული“ კვლავინდებურად დაინტერესებულია მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველით, ორელიენ ჩუამენით. ლივერპულელები 23 წლის ფრანგისთვის 63 მილიონს იხდიან იმ დროს, როცა მადრიდელები არ აპირებენ, განიხილონ 93 მილიონზე ნაკლები წინადადება, – წერს გამოცემა El Nacional-ი.
როგორც ადრე იტყობინებოდნენ, „რეალის“ დამრიგებელს, კარლო ანჩელოტის არ სურს 23 წლის ფრანგთან გამოთხოვება. თავად ფეხბურთელიც კმაყოფილია მადრიდულ კლუბში თავისი კარიერით. მაგრამ ცოტა ხნის წინ „რეალმა“ გაიფორმა ჯუდ ბელინგემი, ასევე კონტრაქტი გააგრძელა ლუკა მოდრიჩთან, ტონი კროოსთან და ედუარდო კამავინგასთან, რამაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ჩუამენის სათამაშო დროზე.