გამოცემა El Nacional ამტკიცებს, რომ „ლივერპული“ განიხილავს ქარიმ ბენზემას გაფორმების საკითხს.
ინგლისურმა კლუბმა შეიძლება ისარგებლოს სიტუაციით, რომელიც, შესაძლოა, შეიქმნას მადრიდის „რეალში“. იქ სურთ ახალგაზრდა შემტევების გაფორმება – ერლინგ ჰალანდის (დორტმუნდი) ან კილიან მბაპესი (პარი სენ-ჟერმენი). ასეთ შემთხვევაში, ესპანური კლუბის დატოვება შეიძლება მოუწიოს ქარიმ ბენზემას.
წყაროს ცნობით, თავად ბენზემა დადებითად აღიქვამს ინგლისის ჩემპიონატში გადასვლის პერსპექტივას.