„ლივერპული“ ქარიმ ბენზემას გადაბირებას ფიქრობს #1TVSPORT

19:51, 05.12.2021

გამოცემა El Nacional ამტკიცებს, რომ „ლივერპული“ განიხილავს ქარიმ ბენზემას გაფორმების საკითხს.

ინგლისურმა კლუბმა შეიძლება ისარგებლოს სიტუაციით, რომელიც, შესაძლოა, შეიქმნას მადრიდის „რეალში“. იქ სურთ ახალგაზრდა შემტევების გაფორმება – ერლინგ ჰალანდის (დორტმუნდი) ან კილიან მბაპესი (პარი სენ-ჟერმენი). ასეთ შემთხვევაში, ესპანური კლუბის დატოვება შეიძლება მოუწიოს ქარიმ ბენზემას.

წყაროს ცნობით, თავად ბენზემა დადებითად აღიქვამს ინგლისის ჩემპიონატში გადასვლის პერსპექტივას.

მსგავსი