„ლივერპული“ კლოპის ხელმძღვანელობით მესამედ გავიდა ნახევარფინალში - ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, განმეორებითი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* იურგენ კლოპი მეოთხედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. გერმანელი სპეციალისტებიდან იგივე შეძლეს იუპ ჰაინკესმა და ოტმარ ჰიტცფელდმა.
* იბრაჰიმა კონატე “ლივერპულის” მეოთხე ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ორივე მატჩში გაიტანა. მანამდე ეს შეძლეს პიტერ კრაუჩმა (2006/07), მოჰამედ სალაჰმა (2017/18) და რობერტო ფირმინომ (2018/19).
* ნუნიესმა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა ექვსი გოლით დაასრულა და „ბენფიკას“ რეკორდსმენი გახდა. მან ნუნუ გომეშის რეკორდი გააუმჯობესა.
* „ლივერპული“ მე-12-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და გაიმეორა „მანჩესტერ იუნაიტედის“ რეკორდი ინგლისური კლუბებისთვის.
* „ლივერპული“ კლოპის მწვრთნელობისას ხუთი მცდელობიდან მესამედ მოხვდა ნახევარფინალში.
* „ლივერპული“ შვიდი მატჩია არ მარცხდება – ხუთი მოგება, ორი ფრე.
* რობერტო ფირმინოს ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ მაისურით 20 გოლი დაუგროვდა. უფრო მეტი აქვთ სალაჰს, მანესა და ჯერარდს.
ლივერპული-ბენფიკა 3:3 (3:1)
გოლები: 1:0 კონატე (21), 1:1 რამოსი (32), 2:1 ფირმინო (55), 3:1 ფირმინო (65), 3:2 იარემჩუკი (73), 3:3 ნუნიესი (82)
ლივერპული (4-3-3): ალისონი – გომესი, კონატე, მატიპი, ციმიკასი – კეიტა, მილნერი (57. ტიაგო ალკანტარა), ჰენდერსონი (57. ფაბინიო) – დიოგო ჟოტა (57. სალაჰი), ლუის დიასი (66. მანე), ფირმინო (90+2. ორიჯი).
ბენფიკა (4-4-2): ვლახოდიმოსი – ჟილბერტო (90+1. ჟილ დიასი), ოტამენდი, ვერტონგენი, გრიმალდო – ევერტონი (90+2. ალმეიდა), ვაიგლი, ტაარაბტი (66. ჟოაო მარიო), გონსალვეში (46. იარემჩუკი) – ნუნიესი, რამოსი (78. ბერნარდო).