Livefoot-ი – ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ში არაფერი ესაქმება, მაგრამ „სენტ-ეტიენისთვის“ ჯერ არავის მიუმართავს #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილს „სენტ-ეტიენის“ დატოვება სურს. მას ლიგა 2-ში არაფერი ესაქმება, თუმცა კლუბისთვის ოფიციალური წინადადებით არავის მიუმართავს, – ამის შესახებ გამოცემა livefoot-ი წერს.
„ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლო დღეებში „სენტ-ეტიენის“ რამდენიმე მოთამაშე კვლავ მოუთმენლად ელის კლუბის დატოვებას, თუმცა ამისთვის კონკრეტული შეთავაზებებია საჭირო.
ლუკას სტასინისა და პიერ ეკვას მსგავსად, ზურიკო დავითაშვილს არ სურს ლიგა 2-ში თამაში. 24 წლის ქართველი თავდამსხმელი, რომელიც კვლავ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა, ბოლო თვეებში მართლაც კარგი შედეგებით გამოირჩა. ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში „ლავალთან“ მისი ასპარეზობაც ადასტურებს, რომ დავითაშვილის ადგილი ლიგა 2-ში არ არის. პრობლემა ისაა, რომ „სენტ-ეტიენისთვის“ ტრანსფერის თაობაზე არავის მიუმართავს.
მიუხედავად იმისა, რომ ზურიკო დავითაშვილს გუნდის დატოვება სურს, შესაძლოა, გარკვეული დროით მაინც „სენტ-ეტიენში“ დარჩენა მოუხდეს“, – წერს ფრანგული გამოცემა.