ლიტერატურული პრემია „ლიტერა 2020“-ის გამარჯვებულები ცნობილია
ლიტერატურული პრემია „ლიტერა 2020“-ის გამარჯვებულები ცნობილია

მწერალთა სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემიის „ლიტერას” დაჯილდოება გაიმართა. რიგით მეხუთე საიუბილეო დაჯილდოებაზე გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ.

126 საკონკურსო განახცადიდან მოკლე სიაში 38 წიგნი მოხვდა, „ლიტერა 2020“-ის გამარჯვებულები კი გახდნენ:

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი – თინათინ ჩხიკვიშვილი ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე – ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო დებიუტი – ნინი ელიაშვილი – „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

საუკეთესო დოკუმენტური პროზა – გიორგი მაისურაძე – „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული – შოთა იათაშვილი – „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული – ეკა ქევანიშვილი – „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

წლის საუკეთესო რომანი – ირაკლი სამსონაძე – „ქელეხი – ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

გამარჯვებულებს პრიზებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა. 2016-2019 წლებში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები იყვნენ: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე, როსტომ ჩხეიძე, გიორგი შონია, სოსო მეშველიანი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული, გიორგი შონია, ნიკა ლაშხია, ნატალია ავალიანი, მაქსიმე მაჩაიძე და სხვები.

დატოვე კომენტარი