ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი ტანზანიელი მწერალი აბდულრაზაკ გურნა გახდა
ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი ტანზანიელი მწერალი აბდულრაზაკ გურნა გახდა

ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატად შვედეთის ნობელის აკადემიამ ტანზანიელი ნოველისტი, მწერალი აბდულრაზაკ გურნა გამოაცხადა.

აკადემიის ცნობით, მას პრემია გადაეცა აფრიკის კონტინენტეზე კოლონიალიზმის შედეგებისა და ლტოლვილების ბედზე მისი გავლენის უკომპრომისო და თანაგრძნობით სავსე გააზრებისთვის.

73 წლის აბდულრაზაკ გურნა დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და რეალიზმის ჟანრში ინგლისურ ენაზე წერს. ზანზიბარში დაბადებული გურნა ინგლისში ლტოლვილად 1960-იანი წლების ბოლოს ჩავიდა. მუშაობდა კენტის უნივერსიტეტში ინგლისური და პოსტკოლონიური ლიტერატურის პროფესორად.

მის ცნობილ რომანებს შორის ყველაზე ცნობილია „სამოთხე“ (1994) და „დეზერტირობა“ (2005).

გურნა, 1986 წელს პრემიის ლაურეატად ნიგერიელი უოლე შოინკას გამოცხადების შემდეგ, ბოლო 35 წლის განმავლობაში პირველი ფერადკანიანი აფრიკელი მწერალია, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო.