ლისის ტბის ადმინისტრაცია მოქალაქეებს სთხოვს, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ტბაზე სტუმრობისგან თავი შეიკავონ

21:41, 23.03.2020

ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს ტბაზე სტუმრობისგან დროებით თავის შეკავებას ურჩევს.

ლისის ტბის ადმინისტრაციის განცხადება სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

„ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. შესაძლოა,  თქვენ ოჯახის მხოლოდ ორ-სამ წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი, საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვით, 21 აპრილამდე გამოცხადდა.

მსგავსი