ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის ნახევარფინალშია - ჩხვიმიანი მეოთხედფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი – ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს.
ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში ბრაზილიელი ლიმა იპონით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იჭიდავებს. გრანდ სლემზე პირველ დაპირისპირებაში გერმანელ სტანდკეს სძლია ლუხუმ ჩვიმიანმა. ქართველმა მეტოქე დამატებითი დროის მეექვსე წუთზე დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
60 კგ-ში მოასპარეზე ამირან დარბაისელმა პირველივე დაპირისპირება თურქმენ ჯუმაიევთან დათმო და გრანდ სლემს გამოეთიშა.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 09:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 16:00-დან გაიმართება.