ლიპარტელიანი და შავდათუაშვილი იაპონელ მეტოქეებთან დამარცხდნენ და ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებენ #1TVSPORT
მსოფლიო პირველობაზე, რომელსაც ტაშკენტი მასპინძლობს, დღეს ბრინჯაოს მედლისთვის ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) იბრძვის.
ლაშა ნახევარფინალში გასასვლელი საგზურისთვის იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს. ანალოგიურ სიტუაციაშია ეთერ ლიპატელიანიც, რომელმაც მეოხედფინალი ასევე იაპონელ ფუნაკუბოსთან შებოჭვით დათმო.
აღსანიშნავია, რომ ორი დღის შემდეგ, ტურნირზე საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდ არის.